ევროკავშირის წევრი ხუთი სახელმწიფო იტალიის სანაპიროზე გადარჩენილ მიგრანტებს მიიღებს
ევროკავშირის წევრი ხუთი სახელმწიფო იტალიის სანაპიროზე გადარჩენილ მიგრანტებს მიიღებს

ევროკავშირის წევრი ხუთი სახელმწიფო იტალიის სანაპიროზე გადარჩენილ მიგრანტებს მიიღებს, – განცხადება ამის შესახებ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ გააკეთა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გერმანიამ, პორტუგალიამ, საფრანგეთმა, ლუქსემბურგმა და ირლანდიამ მზადყოფნა გამოთქვეს, მიგრანტები მიიღონ. მინისტრის თქმით, რამდენიმე მიგრანტს იტალიელი ეპისკოპოსებიც მიიღებენ.

მიგრანტები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან გასულ კვირას გადაარჩინეს. იტალიის სანაპირო დაცვამ ისინი გემზე აიყვანა. მიგრანტებს გემიდან ჩასვლა ამ დრომდე ეკრძალებოდათ.