ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

15:05, 25.04.2021

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, შეხვედრას დიპლომატები არ ესწრებიან.

„ევროკავშირი არანაირი სტატუსით არ მონაწილეობს ამ შეხვედრაში, გარდა იმისა, რომ უთმობს ტერიტორიას“, – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

მანამდე, ოპოზიციის წარმომადგენლები „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში შეიკრიბნენ, სადაც ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით იმსჯელეს.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ამნისტია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა პირზე არ უნდა გავრცელდეს.

მსგავსი