ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პაველ ჰერჩინსკი საქართველოს შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პაველ ჰერჩინსკი საქართველოს შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პაველ ჰერჩინსკი საქართველოს შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა წერს, საქართველოში კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევია.

„კულტურის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ადამიანის უფლებების მზარდი დარღვევებისა და საქართველოს მოსახლეობის გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონმდებლობის ფონზე ევროკავშირი აგრძელებს შემოქმედებითი სფეროსა და საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის დახმარების გაწევას, მხარს უჭერს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრუნების მათ სურვილს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრაზე, რომელსაც, ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტმა უმასპინძლა.