ევროკავშირის წარმომადგენლობა უკრაინაში – ვიმედოვნებთ, სააკაშვილის უფლებები დაცული იქნება

17:31, 13.02.2018

ევროკავშირი მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აკვირდება და იმედოვნებს, რომ მისი უფლებები დაცული იქნება.

ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობამ უკრაინაში სააგენტო „ინტერფაქსი უკრაინას“ განუცხადეს.

„ჩვენ კვლავ ვაკვირდებით ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. ვიმედოვნებთ, რომ დაცული იქნება კანონის უზენაესობა და ბატონი სააკაშვილის უფლებები“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

მსგავსი