ევროკავშირის წარმომადგენლობა – სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ერთად ვგლოვობთ შოვის მეწყერში 3 აგვისტოს დაღუპულებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შოვში 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიას ეხმაურება და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.
„ევროკავშირის წარმომადგენლობა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და ერთად ვგლოვობთ შოვის მეწყერში 3 აგვისტოს დაღუპულებს“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.
ევროკავშირის წარმომადგენლობა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და ერთად ვგლოვობთ შოვის მეწყერში 3 აგვისტოს დაღუპულებს.
🇪🇺🇬🇪
The European Union Delegation stands in solidarity with the people of Georgia as we mourn together the lives lost in the Shovi landslide on 3 August. pic.twitter.com/Vziw0w31K5— EU Delegation Georgia 🇪🇺 (@EUinGeorgia) August 7, 2023