ევროკავშირის წარმომადგენლობა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრიდან ვიდეოკადრებს ავრცელებს

17:23, 17.03.2021

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრიდან ვიდეოკადრებს ავრცელებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთობლივ შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე იმყოფება აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც.

კრისტიან დანიელსონი რამდენიმე დღის განმავლობაში ხვდებოდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. მანამდე ის ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავდა.

მსგავსი