ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ექვსი ევროპული ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ უკრაინის დახმარებას გაზრდიან
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ექვსი ევროპული ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ უკრაინის დახმარებას გაზრდიან

დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებენ, რომ ისინი გაზრდიან უკრაინის დახმარებას.

ამის შესახებ აღნიშნულია მინისტრების მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებაში, რომელიც ბერლინში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.

მინისტრებმა განცხადებაში აღნიშნეს, რომ უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისა და ევროპისთვის ხანგრძლივი უსაფრთხოების მიზნები განუყოფელია, ამიტომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე, კერძოდ, ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მინისტრები ასევე დაპირდნენ უკრაინას, რომ გააძლიერებენ სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ დახმარებას, მათ შორის დამატებითი ევროპული ფინანსების მობილიზებით.