ევროკავშირის ტერიტორიაზე 2021 წლიდან პლასტმასის ერთჯერადი ნივთების გაყიდვა აიკრძალება
ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელის მიხედვითაც 2021 წლიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე პლასტმასის ერთჯერადი ნივთების გაყიდვა აიკრძალება. მათ შორისაა ჭურჭელი, დანა-ჩანგალი და საწრუპი ჩხირები.
ინიციატივას მხარი 560-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი, 35 კი, წინააღმდეგი წავიდა.
როგორც ევროკავშირში განმარტავენ, პლასტმასის ნივთები ძალიან ნელი ტემპით იშლება, რის გამოც ის ზღვებში, ოკეანეებსა და სანაპიროებზე გროვდება. ეს კი, გარემოს დაბინძურებას იწვევს.
ევროკომისიის მონაცემებით, მსოფლიო ოკეანეში ნაგვის 85% ერთჯერად პლასტმასის ნივთებზე მოდის.
საერთო ჯამში მსოფლიო ოკეანეში 165 მილიონი ტონა პლასტმასის ნაგავია.
ევროპაში პირველი ქვეყანა, რომელმაც პლასტმასის ჭურჭელი აკრძალა, საფრანგეთი იყო. მანამდე ანალოგიური ზომები აშშ-ის რამდენიმე ქალაქში მიიღეს.