ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა დღეიდან რუმინეთია
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა დღეიდან რუმინეთია

დღეიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა რუმინეთია. ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუმინეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობას ჩაიბარებს.

ევროპული მედიის შეფასებით, რუმინეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან და შეიძლებს ითქვას, გადამწყვეტ დროს იქნება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა უკვე გამოთქვა ეჭვი ამ თანამდებობის დასაკავებლად რუმინეთის მზაობასთან დაკავშირებით. ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, ბუქარესტმა უნდა შეძლოს საკუთარ შიდა პრობლემებზე მაღლა ევროკავშირის ინტერესების დაყენება.

როგორც ცნობილია, რუმინეთსა და ევროკავშირს შორის კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვასთან დაკავშირებით დავა არსებობს. კერძოდ, ბრიუსელში რუმინეთის ანტიკორუფციულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

რუმინეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ივლისამდე იქნება.