ევროკავშირის თავდაცვის სფეროს გასაძლიერებლად, ევროკომისია 500 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირის თავდაცვის სფეროს გასაძლიერებლად, ევროკომისია 500 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირის თავდაცვის სფეროს გასაძლიერებლად ევროკომისია 500 მილიონ ევროს გამოყოფს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე თავად ევროკომისია ავრცელებს.

„ევროკავშირის თავდაცვის სფეროს სასწრაფოდ გასაძლიერებლად 500 მილიონი ევროს გამოყოფა გადავწყვიტეთ. ეს შეთავაზება ევროკავშირის თავდაცვის სისტემას უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების შეიარაღებული ძალების უკეთ მხარდაჭერის შესაძლებლობას მისცემს“, – აღნიშნულია განცხადებაში