ევროკავშირის სასამართლო - კომპანიებმა თანამშრომლების სამუშაო საათები უნდა დაითვალონ
ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიები ვალდებული არიან, ყველა თანამშრომლის სამუშაო საათები დაითვალონ. როგორც სასამართლოს განჩინებაშია ნათქვამი, ევროკავშირში დარეგისტრირებულმა ყველა კომპანიამ ყოველდღიურად უნდა აღრიცხოს თანამშრომლების სამუშაო დრო, რაც „აუცილებელია სამუშაო საათებზე კანონით გათვალისწინებული ლიმიტების დაწესებისთვის“.
სასამართლომ განაცხადა, რომ ასეთი სისტემის დანერგვა აუცილებელია, რომ ევროკავშირის თითოეულის მოქალაქის ფუნდამენტური უფლება დაცული იყოს. „სისტემა უნდა იყოს ობიექტური, სანდო და ხელმისაწვდომი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის სასამართლომ განჩინება მას შემდეგ გამოიტანა, რაც ესპანეთის პროფკავშირებმა გერმანიის „დოიჩე ბანკის“ მადრიდის ფილიალს უჩივლეს. სარჩელის მიხედვით, ბანკი მხოლოდ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაო დროს ითვლიდა, ხოლო თანამშმორლები მათი სამუშაო საათების აღრიცხვას ითხოვდნენ.