ევროკავშირის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანი - საქართველოსთვის საუკეთესოს იმედი მაქვს
ევროკავშირის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანი - საქართველოსთვის საუკეთესოს იმედი მაქვს

ჩვენ ვნახავთ ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ საბჭოს თავმჯდომარეობის წინადადება კომისიის რეკომენდაციებს უნდა შეესაბამებოდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა, პასკალ იგნასიო ნავარო რიოსმა განაცხადა.

როგორც რიოსმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრების დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ესპანეთის, როგორც ამ საბჭოს თავმჯდომარის წინადადება საქართველოს შესახებ დასკვნებში უნდა შეესაბამებოდეს კომისიის რეკომენდაციებს.

„ვფიქრობ, რომ საბჭოში არ არის სირთულე ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახავთ ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ საბჭოს თავმჯდომარეობის წინადადება კომისიის რეკომენდაციებს უნდა შეესაბამებოდეს. საქართველოსთვის საუკეთესოს იმედი მაქვს“, – განაცხადა პასკალ იგნასიო ნავარო რიოსმა.