ევროკავშირის საგარეო უწყების წარმომადგენელი – პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, ოპოზიციონერების დაპატიმრება ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს არის ავტორიტარული ტაქტიკა
პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება ეწინააღმდეგება ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ანიტა ჰიპერი აღნიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეწყვიტოს სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება.
„პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება ეწინააღმდეგება ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს. ეს არის ავტორიტარული ტაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, რასაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ელოდებიან. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეწყვიტოს სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება“, – წერს ანიტა ჰიპერი.
Georgia: The politically motivated persecution & arrests of opposition leaders go against basic democratic values.
These are authoritarian tactics, opposite of what is expected from an EU candidate country. Georgian Dream must stop weaponising the justice system.
— Anitta Hipper (@ExtSpoxEU) June 24, 2025