ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ ბრიტანეთს, უარი თქვას შეთანხმების გარეშე ორგანიზაციის დატოვებაზე
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ ბრიტანეთს, უარი თქვას შეთანხმების გარეშე ორგანიზაციის დატოვებაზე.
ბორის ჯონსონის წარმომადგენელი ბრექსიტის მოლაპარაკებების საკითხებში დევიდ ფროსტი ბრიუსელში იმყოფებოდა და ორგანიზაციის წევრებთან მოლაპარაკებას მართავდა, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირში განაცხადეს, რომ მხარეები ამ ეტაპზე შეთანხმებას ვერ აღწევენ.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბორის ჯონსონის მიერ მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები იმაზე მეტყველებს, რომ ის ევროკავშირის დატოვებას შეთანხმების გარეშე აპირებს.
„ახლა ბურთი ბრიტანეთის მოედანზეა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. როცა მეორე მხარე ამბობს, რომ ეს შეუძლებელია, მაშინ ალტერნატიული გეგმაც მათ უნდა დაასახელონ“, – განაცხადა ალექსანდრ შელენბერგმა.