ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსში ძალის გამოყენების ბრძანების გამცემი პირების წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსში ძალის გამოყენების ბრძანების გამცემი პირების წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსში აქციების მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენების ბრძანების გამცემი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს უჭერენ. ამის შესახებ განცხადება პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გააკეთა.

იაცეკ ჩაპუტოვიჩის თქმით, ამ წინადადებას ევროპელი დიპლომატების უმეტესობა ემხრობა.

„ჩვენ გვჯერა, რომ შეზღუდვები მთავრობის ოფიციალური პირების წინააღმდეგ, საზოგადოებას ზიანს ვერ მოუტანს“, – განაცხადა ჩაპუტოვიჩმა.

ამ წუთებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსში მიმდინარე აქციებზე და საპასუხო ნაბიჯებზე მსჯელობენ. შეხვედრა ონლაინს რეჟიმში მიმდინარეობს.