ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - მივესალმები ოძისის გადაკვეთის პუნქტის გახსნას, გადაადგილების შეზღუდვებს უარყოფითი გავლენა აქვს მოსახლეობის ცხოვრებაზე
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - მივესალმები ოძისის გადაკვეთის პუნქტის გახსნას, გადაადგილების შეზღუდვებს უარყოფითი გავლენა აქვს მოსახლეობის ცხოვრებაზე

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი, აღდგომის პერიოდში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გახსნას მიესალმება.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი აქტიურად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.

„მივესალმები ოძისის გადაკვეთის პუნქტის მართლმადიდებლური აღდგომის პერიოდის განმავლობაში დროებით გახსნას. ამ საკითხის აქტიურად განხილვა და მხარდაჭერა ხდებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში თანათავმჯდომარეების მხრიდან, მათ შორის 12 აპრილს გამართულ ბოლო შეხვედრაზე. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვებს უარყოფითი გავლენა აქვს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, – აცხადებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 2019 წლის სექტემბრის შემდგომ ჩაკეტილი ე.წ. გადასასვლელი პუნქტები დღეიდან გაიხსნა.