ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის ერთი მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის ერთი მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში ერთი მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ ერვოკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანხა უკრაინის ფინანსურ საჭიროებებს, ასევე ეკონომიკურ სტაბილიზაციასა და სტრუქტურული რეფორმების პროგრამის მხარდაჭერას მოხმარდება.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკომისია მოამზადებს სპეციალურ მემორანდუმს, რომელშიც გაწერილი იქნება ის პირობები, რომელთა შესრულებაც უკრაინას ფინანსური დახმარების სანაცვლოდ მოუწევს.