ევროკავშირის საბჭომ ბრექსიტთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა
ევროკავშირის საბჭომ ბრექსიტთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ბრექსიტის საკითხებში ევროკავშირის მთავარი წარმომადგენელი მიშელ ბარნიე ავრცელებს.
„ამ პროცესში გადამწყვეტ მომენტს მივაღწიეთ, არავის უნდა დაავიწყდეს ბრიუსელსა და ლონდონში მიღწეული პოგრესი“,- განაცხდა მიშელ ბარნიემ.
მისივე თქმით, ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის გარდამავალი პერიოდი 2 წელი გაგრძელდება.
ბრიტანეთის პრემიერმა 14 ნოემბერს განაცხადა, რომ მხარეებს შორისშეთანხმება ბრექსიტთან დაკავშირებით მიღწეულია. შეთახნმებას მხარი დაუჭირა ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა, თუმცა მას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა ბრიტანეთის პარლამენტში.
ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირის მომდევნო სამიტი 25 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება.
ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.