ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად ევროპის მშვიდობის ფონდიდან თანხების განბლოკვაზე ისევ ვერ შეთანხმდნენ
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად ევროპის მშვიდობის ფონდიდან თანხების განბლოკვაზე ისევ ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ისევ ვერ შეთანხმდნენ ევროპის მშვიდობის ფონდიდან თანხების განბლოკვაზე, საიდანაც უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ფინანსდება. ინფორმაცია მედიასთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა დაადასტურა.

„წევრი ქვეყნების უმრავლესობა დაჟინებით მოითხოვდა გადასახდების განბლოკვას, რომელიც თვეების განმავლობაში ფერხდება. ასევე მათ ისაუბრეს უკრაინის მხარდაჭერის ახალი ფონდის წინსვლის აუცილებლობაზე, რომელსაც წელიწადზე მეტია, ერთი ქვეყანა ბლოკავს“, – განაცხადა ბორელმა.

მედია აღნიშნავს, რომ ევროკავშირის უმაღლესი კომისარი უნგრეთს გულისხმობდა.