ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები შეთანხმდნენ ცალკე ანგარიშის შექმნაზე, რომელზეც თანხა გაყინული რუსული აქტივებიდან გადაირიცხება
ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები შეხვედრაზე შეთანხმდნენ ცალკე ანგარიშის შექმნაზე, რომელზეც თანხა გაყინული რუსული აქტივებიდან გადაირიცხება, – ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის გვერდზე გამოქვეყნდა.
„ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ წინადადებაზე, გამოიყენონ მოგება, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის გაყინულ აქტივებთან უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის „ტვიტერზე“.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, მიმდინარე თვის დასაწყისში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას უკრაინის მხარდასაჭერად რუსული აქტივების გამოყენების გეგმაზე. ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა ეწინააღმდეგება ამ აქტივების კონფისკაციას სამართლებრივი სირთულეების გამო.
შეთანხმების მიხედვით, შემოსავალი, რომელსაც ეს გაყინული აქტივები გამოიმუშავებს, დაიბეგრება და თანხები უკრაინაში გადაირიცხება.