ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდის 3,5 მილიარდი ევროთი გაზრდაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდის 3,5 მილიარდი ევროთი გაზრდაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდის 3,5 მილიარდი ევროთი გაზრდაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„დღევანდელი გადაწყვეტილება კვლავ უზრუნველყოფს, რომ ჩვენ გვექნება დაფინანსება, რათა გავაგრძელოთ ჩვენი პარტნიორების შეიარაღებული ძალების კონკრეტული სამხედრო მხარდაჭერა“, – თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, რომელიც ფონდის დაფინანსების ინიციატივით გამოვიდა.

ევროკავშირის მიერ შექმნილი „ევროპის სამშვიდობო ფონდი“ განცალკევებულია ევროკავშირის ბიუჯეტისგან.

„ფონდმა დაამტკიცა თავისი ღირსება. მან მთლიანად შეცვალა ის, თუ როგორ ვუჭერთ მხარს ჩვენს პარტნიორებს თავდაცვის სფეროში. ეს აძლიერებს ევროკავშირს და მის პარტნიორებს“, – აღნიშნა ბორელმა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ლუქსემბურგში გამოსვლისას განაცხადა, რომ არ გააუქმებს არსებული ფონდისთვის 500 მილიონი ევროს ტრანშის ბლოკს, ვიდრე კიევი არ ამოიღებს უნგრულ ბანკს რუსეთის ომის საერთაშორისო სპონსორთა სიიდან.

ცნობისთვის, ევროპის სამშვიდობო ფონდი 2021 წელს შეიქმნა ევროკავშირის მიერ, რათა დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს სამხედრო აღჭურვილობის შეძენაში.