ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის 60 დოლარად შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის 60 დოლარად შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის 60 დოლარად შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ.

მედიის ცნობით, ელჩებმა რამდენიმე დღე გაატარეს ინტენსიურ დებატებში იმის შესახებ, თუ რამდენად მაღალი ან დაბალი უნდა იყოს ფასის ლიმიტი.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიიღეს მკაცრი პოზიცია და დააყენეს მკაცრი ლიმიტი, რაც ბარელზე 30 დოლარს გულისხმობდა, ხოლო საბერძნეთმა, კვიპროსმა და მალტამ, რომელთა შიდა გადაზიდვების ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსული ნავთობის საერთაშორისო ტრანსპორტირებაში, 70-დოლარიანი ზღვარი მოითხოვეს.

მოლაპარაკებები ასევე ფოკუსირებული იყო აღსრულებაზე, გამჭვირვალობაზე და ევროკავშირის სანქციების პოტენციურ ახალ ტალღაზე. „ევრონიუსს“ რამდენიმე დიპლომატმა განუცხადა, რომ საბოლოო შეთანხმება მიღწეული იყო პარასკევს, საღამოს, მას შემდეგ, რაც პოლონეთმა შუალედურ ზღვარს მხარი დაუჭირა. მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება „დიდი შვიდიანის“ წევრმა ქვეყნებმა მიიღეს.