ევროკავშირის ლიდერები თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მიგრაციის მიმართულებების დაფინანსების გაზრდაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ლიდერები თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მიგრაციის მიმართულებების დაფინანსების გაზრდაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მიგრაციის მიმართულებების დაფინანსების გაზრდაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება დაკავშირებულია ბრიტანეთის გასვლის შემდეგ მომდევნო გრძელვადიან ბიუჯეტთან.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების პარალელურად 2021-2027 წლების ბიუჯეტის ფორმასთან დაკავშირებით წლის ბოლომდე გადაწყვეტილების მიღება სავარაუდოდ რთული იქნება.

ტუსკის განცხადებით, ბრიტანეთის გასვლის შემდეგ არსებული დანაკარგების კომპენსირებისთვის ბევრი სახელმწიფო მზად არის, მაგრამ არა ყველა.