ევროკავშირის ლიდერები სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტზე მომდევნო კვირას იმსჯელებენ

17:17, 14.03.2018

მომდევნო კვირას ევროკავშირის ლიდერები ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტზე იმსჯელებენ, – ეს განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გააკეთა.

„სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს სერგეი სკრიპალიზე სასტიკ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ალბათობით რუსეთის მხრიდან განხორციელდა“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

შეკითხვაზე, თუ რა ზომებს მიმართავს ევროკავშირი, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას.

მსგავსი