ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსის ეპიდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად საჭირო ფინანსურ პაკეტზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსის ეპიდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად საჭირო ფინანსურ პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსის ეპიდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად საჭირო ფინანსურ პაკეტზე შეთანხმდნენ. 750 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტში 390 მილიარდი ევრო გრანტების, ხოლო 360 მილიონი სესხის სახით იქნება გამოყოფილი. „კოვიდ-19“-ის შედეგად დაზარალებული ქვეყნების ფინანსური დახმარების პაკეტი ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტში იქნება გაწერილი, რომელიც 1,074 ტრილიონ ევროს შეადგენს.

შეთანხმებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ხუთდღიანი დაძაბული მოლაპარაკების შემდეგ მიაღწიეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შეთანხმებას ისტორიული უწოდა. შეთანხმების მიღწევას მნიშვნელოვანი უწოდა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც.

გრანტების სახით ფინანსური დახმარების დიდ ნაწილს ევროკავშირის ის წევრები მიიღებენ, რომლებიც პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარლდნენ, მათ შორის, იტალია და ესპანეთი.