ევროკავშირის 12 სახელმწიფო განცხადებას ავრცელებს – ევროკავშირმა უფრო სტრატეგიული და პროაქტიული როლი უნდა შეასრულოს ევროპულ არქტიკაში

21:31, 14.09.2026

ევროკავშირმა უფრო სტრატეგიული და პროაქტიული როლი უნდა შეასრულოს ევროპულ არქტიკაში, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის 12 სახელმწიფოს განცხადებაში, რომელთა ლიდერებიც დღეს ჩრდილოეთ ფინეთში, როვანიემიში შეიკრიბნენ.

ერთობლივი განცხადებას ხელს  ფინეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი აწერენ.

აღნიშნული ქვეყნები მოუწოდებენ კავშირს, აიღოს ვალდებულება, რათა გააძლიეროს არქტიკული ჩართულობა შესაბამისი რესურსებით და გეოპოლიტიკური რეალობის განვითარების შესაბამისად.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თავისი ქმედებები სტაბილურობის, მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით, ამავდროულად დაიცვას თავისი ინტერესები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლიდერების ერთობლივი განცხადებით, არქტიკაში უსაფრთხოება კოლექტიური თანამშრომლობის მეშვეობით მიიღწევა.

„არქტიკაში უსაფრთხოება კოლექტიურად უნდა იყოს მიღწეული. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს საერთო ვალდებულებას, შევინარჩუნოთ არქტიკა, როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის რეგიონი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე, მათ შორის საზღვრების ურღვევობასა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე, მრავალმხრივ მმართველობაზე, ასევე საზღვაო სამართალზე. ჩვენ ხაზს ვუსვამთ მდგრადობის გაძლიერების მნიშვნელობას და იმის უზრუნველყოფას, რომ მზარდმა სტრატეგიულმა კონკურენციამ არ შეარყიოს რეგიონში სტაბილურობა“, – აცხადებენ 12 ევროპული ქვეყნის ლიდერები.

მსგავსი