ევროკავშირი „უსაფრთხოების კანონმდებლობის“ გამო, ჰონგ კონგში ექსპორტზე შეზღუდვებს დააწესებს
ევროკავშირი „უსაფრთხოების კანონმდებლობის“ გამო, ჰონგ კონგში ექსპორტზე შეზღუდვებს დააწესებს

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ჩინეთის მიერ, ჰონგ კონგში უშიშროების კანონის ამოქმედების გამო, ევროკავშირი შეზღუდვებს დააწესებს იმ ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის ექსპორტზე, რომლებიც სათვალთვალო მიზნებისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული.

ევროკავშირის განცხადებით ჰონგ კონგში ახალი კანონმდებლობის ამოქმედება შემაშფოთებელია და ადმინისტრაციული ერთეულის უფლებებს ზღუდავს.

ბლოკის განცხადებით, ევროკავშირი შეაჩერებს ყოველგვარ მოლაპარაკებებს ჰონ კონგთან, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად ვიზების გაცემის პროცედურას გაამარტივებს და სხვადასხვა სტიპენდიების დააწესებს.

„თუ გვსურს შევინარჩუნოთ ღირებულებები და პრინციპები ისეთ ძალებთან მიმართებაში, როგორიც ჩინეთია, ჩვენ, ევროპელებმა, ერთიანი ხმით უნდა ვისაუბროთ, ახლა საერთო ბერკეტები გვაქვს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა.

ჰონგ კონგში გასულ თვეს ამოქმედებული ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობა გამოყოფის, დივერსიისა და ტერორიზმის წინააღმდეგ სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

ჰონგ კონგი ბრიტანეთმა ჩინეთს 1997 წელს დაუბრუნა, თუმცა შეთანხმების მიხედვით, 50 წლის განმავლობაში გარკვეული თავისუფლებები შენარჩუნებული უნდა იყოს.