ევროკავშირი ტრეფიკინგში ჩართული სატრანსპორტო კომპანიების შავ სიაში შეყვანას გეგმავს
ევროკავშირი შავ სიაში შეიყვანს სატრანსპორტო კომპანიებს, რომლებიც ადამიანების ტრეფიკინგში არიან ჩართული. „ევრონიუსის“ ცნობით, შესაბამისი გეგმა ევროკომისიამ წარადგინა.
კანონპროექტი გავრცელდება ყველა სახის ტრანსპორტზე – სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და უფლებას მისცემს აღმასრულებელ ხელისუფლებას, შეაჩეროს მთელი რიგი უფლებები, მათ შორის სატრანსპორტო მომსახურების მიწოდების, ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენისა და ტრანზიტის, საწვავის შევსებისა და ტრანსპორტირების უფლება.
ბრიუსელში ფიქრობენ, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავიაა“, რომელიც დაეხმარა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიგრანტების მიყვანაში ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკის ქვეყნებიდან მინსკში, სადაც ისინი შემდეგ გადაიყვანეს პოლონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საზღვრებთან.