ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, შეიარაღებული კონფრონტაცია შეწყვიტონ
ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, შეიარაღებული კონფრონტაცია შეწყვიტონ

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ევროკავშირი ორივე მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტონ შეიარაღებული კონფრონტაცია და მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის.

„სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც მათ საზღვარზე სერიოზული ინციდენტების შესახებ განაცხადეს, რომელშიც ჩართული იყო მძიმე შეიარაღება. სამწუხაროა, რომ ამას მსხვერპლი მოყვა. ევროკავშირი მოუწოდებს ორივე მხარეს, შეწყვიტონ შეიარაღებული კონფრონტაცია, თავი შეიკავონ ქმედებებისა და რიტორიკისგან, რომელსაც დაძაბულობის პროვოცირება შეუძლია და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის.

ამ კონტექსტში, ორივე მხარემ უნდა გამოიყენოს მათი მექანიზმები პირდაპირი კომუნიკაციისთვის, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ისევე როგორც ეუთო-ს თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის მიერ დამკვიდრებული ფორმატი. ცეცხლის შეწყვეტის სერიოზული დარღვევა ადგილზე ეუთო-ს მონიტორინგის განახლების აუცილებლობას უსვამს ხაზს, იმდენად მალე, რამდენადაც ამის საშუალებას პირობები იძლევა.

ევროკავშირი მოუწოდებს ორივე მხარეს, მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტა, ენერგია და რესურსები კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას მიუძღვნან, არსებითად, ხელახლა ჩაერთონ არსებით მოლაპარაკებებში ეუთო-ს, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ეგიდით და მოამზადონ მათი მოსახლეობა მშვიდობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი