ევროკავშირი საარჩევნო პროცედურაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ზომების მიღებას გეგმავს
ევროკავშირი საარჩევნო პროცედურაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ზომების მიღებას გეგმავს

ევროკავშირი საარჩევნო პროცედურაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ზომების მიღებას გეგმავს.

როგორც მედია წერს, ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები პოლიტიკური რეკლამის შესახებ კანონპროექტის ძირითად დებულებებზე შეთანხმდნენ, რომელიც, სავარაუდოდ, 2025 წელს შევა ძალაში.

გეგმის მიხედვით, ევროკავშირის არაწევრ სუბიექტებს აეკრძალებათ ევროპაში პოლიტიკური რეკლამის დაფინანსება არჩევნებამდე ან რეფერენდუმამდე სამი თვით ადრე. ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სანდრო გოსმა განმარტა, რომ ახალი წესები საქმეს გაურთულებს მესამე ქვეყნებს ევროპაში ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და დემოკრატიულ პროცესებში ჩარევაში.

სხვა საკითხებთან ერთად, კანონი გავრცელდება მთავარ ინტერნეტპლატფორმებზეც. მედიის ცნობით, მათ ხელმძღვანელობას მოეთხოვება პოლიტიკურ საარჩევნო რეკლამაზე წარწერის გაკეთება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ დგას მის უკან.