ევროკავშირი რუსეთს დაკავებული ყირიმელი თათრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებას ყირიმელი თათრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ჩატარებული რეიდების დროს დაკავებულია 23 ყირიმელი თათარი.
„ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმსა და სევასტოპოლში რუსეთის კანონმდებლობის აღსრულებას და ელოდება, რომ ყველა უკანონოდ დაკავებული უკრაინელი დაუყოვნებლივ იქნება გათავისუფლებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ ორგანიზაცია „ჰიზბ უტ-ტაჰრირი“ აკრძალულია რუსეთში, მაგრამ არა უკრაინაში.
27 მარტს მეჯლისის ხელმძღვანელმა, რადას დეპუტატმა რეფატ ჩუბაროვმა განაცხადა, რომ
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ყირიმელი თათრების სახლებში მასობრივი ჩხრეკა მიმდინარეობს. მოგვიანებით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ყველა დაკავებულია ორგანიზაცია „ჰიზბ უტ-ტაჰრირის“ წევრია. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ანექსირებული ნახევარკუნძულიდან როსტოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.