ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ექვსი თვით გაახანგრძლივებს
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 6 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდა.
ბრიუსელის გადაწყვეტილებით, ქერჩის სრუტეში უკრაინელი მეზღვაურების დაკავებასთან დაკავშირებით, სანქციები დამატებით რვა ფიზიკური პირის წინააღმდეგ დაწესდა.
დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარინ კნეისლიმ გასულ კვირაში თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
უკრაინელი მეზღვაურები რუსეთის ძალოვანმა უწყებებმა გასული წლის 25 ნოემბერს დააკავეს.