ევროკავშირი მოსკოვიდან წარმომადგენელს სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმის გამო გამოიწვევს
ევროკავშირი მოსკოვიდან მათ წარმომადგენელს სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმის გამო გამოიწვევს. ევროკავშირის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი მოსკოვიდან კონსულტაციისთვის დაიბარეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სამიტის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს ოფიციალური ლონდონის მოსაზრებას, რომ რუსი ყოფილი ორმაგი აგენტის მოწამვლის უკან რუსეთი დგას.
ამის შესახებ განცხადება დონალდ ტუსკმაც გააკეთა. მისი თქმით, სოლსბერიში მომხდარი ქიმიური იარაღით თავდასხმაზე პასუხისმგებელი, დიდი ალბათობით, რუსეთია.
ამასთან, ტუსკის Twitter-ის გვერდზეც გამოქვეყნდა განცხადება, სადაც წერია, რომ მომხდარს სხვა ახსნა არ აქვს და დამნაშავე, სავარაუდოდ, მოსკოვია.