ევროკავშირი მიესალმება პრიშტინას გადაწყვეტილებას სერბებისთვის კოსოვოში შესვლის ახალი წესების ამოქმედების ერთი თვით გადადების შესახებ
ევროკავშირი მიესალმება პრიშტინას გადაწყვეტილებას სერბებისთვის კოსოვოში შესვლის ახალი წესების ამოქმედების ერთი თვით გადადების შესახებ

ევროკავშირი მიესალმება პრიშტინას გადაწყვეტილებას სერბებისთვის კოსოვოში შესვლის ახალი წესების ამოქმედების ერთი თვით გადადების შესახებ. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„მივესალმები კოსოვოს გადაწყვეტილებას, გადადონ ზომები პირველი სექტემბრისთვის. ველოდები, რომ ყველა ბლოკპოსტს დაუყოვნებლივ აიღებენ. ღია საკითხები უნდა დარეგულირდეს ევროკავშირის შუამავლობით დიალოგის გზით და ფოკუსირება უნდა მოხდეს კოსოვოსა და სერბეთს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველ ნორმალიზებას, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია მათი ევროკავშირში ინტეგრაციის გზებისთვის“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

შეგახსენებთ, პრიშტინამ მიიღო გადაწყვეტილება, ერთი თვით გადადოს სერბეთის მოქალაქეებისთვის კოსოვოში შესვლის ახალი წესების ამოქმედება. აღნიშნულ გეგმას კოსოვოში მცხოვრები სერბების პროტესტი მოჰყვა, რომლებმაც გზებზე ბლოკპოსტები აღმართეს.

დატოვე კომენტარი