ევროკავშირი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ახალმოსახლეების მიერ ევროპელი დიპლომატების წინააღმდეგ თავდასხმებს გმობს

15:43, 18.10.2026

ევროკავშირი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ახალმოსახლეების მიერ ევროპელი დიპლომატების წინააღმდეგ თავდასხმებს გმობს. „როიტერის“ ცნობით, განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერმა გააკეთა.

„ჩვენ დადებითად ვაფასებთ ისრაელის რამდენიმე წარმომადგენლის განცხადებებს, რომლებმაც დაგმეს თავდასხმები, მაგრამ ველოდებით სრულ პასუხისმგებლობას, ასევე ეფექტურ ზომებს პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობისა და ძალადობრივი შევიწროების შემდგომი აქტების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

ცნობისთვის, მანამდე მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელი ახალმოსახლეები ევროპელ დიპლომატებს თავს დაესხნენ. ბელგიის ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის საკონსულოს კუთვნილ ავტომობილს ფანჯარა ჩაუმსხვრიეს, საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქის მერს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მსგავსი