ევროკავშირი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამოძიების გაგრძელებას ითხოვს
ევროკავშირი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამოძიების გაგრძელებას ითხოვს

ევროკავშირი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამოძიების გაგრძელებას ითხოვს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების მეთაურის, ფედერიკა მოგერინის განცხადებაშია ნათქვამი.

მოგერინის თქმით, ბრიუსელი ითვალისწინებს ერ-რიადის პოზიციას, თუმცა მიიჩნევს, რომ აუცილებელია გამოძიების გაგრძელება და დამნაშავეების დასჯა. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მკვლელობაში დამნაშავეების სიკვდილით დასჯას გაუმართლებლად მიიჩნევს.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯამალ ხაშოგის მკველელების ვინაობას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო 20 ნოემბერს დაასახელებს.

„ვაშინგტონ პოსტის“ მონაცემებით, CIA-ს დასკვნაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტის მკვლელობა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ შეუკვეთა. თუმცა ტრამპიც და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც აცხადებენ, რომ ვაშინგტონი აღნიშნულ საქმეზე წინასწარი დასკვნებისგან თავს იკავებს.

59 წლის ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ არავის უნახავს. თურქეთი ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი მოკლეს. ერ რიადში მკვლელობის ფაქტი დაადასტურეს, თუმცა ამ საქმესთან ტახტის მემკვიდრის კავშირი უარყვეს.