ევროკავშირი და ჩინეთი ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე იმსჯელებენ
ევროკავშირი და ჩინეთი ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე იმსჯელებენ

დღეს, 19 ივლისს, ევროკავშირი და ჩინეთი მაღალი დონის ეკონომიკურ და სავაჭრო დიალოგს გამართავენ. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

ევროკავშირ-ჩინეთის რიგით მე-9, მაღალი დონის ეკონომიკური და სავაჭრო დიალოგი გაიმართება 19 ივლისს. მოუთმენლად ველოდები ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების თანათავმჯდომარეობას ჩინეთის ვიცე-პრემიერ ლიუ ჰესთან ერთად“, – აღნიშნა ევროპული კომისიის აღმასრულებელმა, ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა „ტვიტერზე“.

არსებული ცნობებით, მხარეთა შორის დიალოგი ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდება. მსგავსი დიალოგის ბოლო რაუნდი 2020 წლის ივლისში გაიმართა.