ევროკავშირი 2024 წლის პირველ თებერვალს გამართავს სამიტს, სადაც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების საკითხს განიხილავს
ევროკავშირი 2024 წლის პირველ თებერვალს გამართავს სამიტს, სადაც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების საკითხს განიხილავს

ევროკავშირი 2024 წლის პირველ თებერვალს გამართავს სპეციალურ სამიტს, სადაც ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის ბიუჯეტის, მათ შორის უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დამატებითი დახმარების გამოყოფის საკითხს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

გასულ კვირას, მიშელმა ევროკავშირის ლიდერებს შორის მოლაპარაკების ბოლოს თქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა არ მისცა ევროკავშირს უფლება, მიეღო საბიუჯეტო გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს უკრაინის დახმარების პროგრამას, ამიტომ ლიდერები შეთანხმდნენ ამ საკითხისადმი მიძღვნილ რიგგარეშე სამიტის ჩატარებაზე.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამიტი იანვარში გაიმართებოდა, თუმცა მიშელმა განაცხადა, რომ შეხვედრა პირველ თებერვალს შედგება.