ევროდეპუტატი ჟორდი სოლე – საქართველოში ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ვიმედოვნებ, რომ ძირითად პარტიებს შორის პოზიტიური დიალოგი დამყარდება

00:26, 04.10.2021

საქართველოში გუშინდელი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ვიმედოვნებ, რომ ძირითად პარტიებს შორის პოზიტიური დიალოგი დამყარდება, – ამის შესახებ ნათქვამია ევროდეპუტატ ჟორდი სოლეს განცხადებაში.

ევროკავშირის პარლამენტის წევრი სოციალურ ქსელ, „ტვიტერში“ წერს, რომ საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზების იმედი აქვს.

„საქართველოში გუშინდელი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური გარემო დეპოლარიზდება, დამყარდება პოზიტიური დიალოგი მთავარ პარტიებს შორის და განხორციელდება საჭირო რეფორმები. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი საარჩევნო სადამკვირვებლო მისია და დასკვნები ამას დადებითად შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ევროდეპუტატმა ჟორდი სოლემ.

 

მსგავსი