ევრობასკეტი 2025 | თორნიკე შენგელიას ფიბა-მ ფულადი ჯარიმა დააკისრა, თამაშის გამოტოვება არ ემუქრება #1TVSPORT
ევრობასკეტი 2025 | თორნიკე შენგელიას ფიბა-მ ფულადი ჯარიმა დააკისრა, თამაშის გამოტოვება არ ემუქრება #1TVSPORT

თორნიკე შენგელია ევრობასკეტის მომდევნო მატჩს არ გამოტოვებს, მას ფიბა-მ ფულადი ჯარიმა დააკისრა.

იტალიასთან მატჩის ბოლოს მსაჯების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის თორნიკემ მეორე ტექნიკური შენიშვნა მიიღო და მოედანი დატოვა. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ერთი მთავარი შეკითხვა: ხომ არ ემუქრება მატჩის გამოტოვება საქართველოს ნაკრების კაპიტანს?

მოუთმენლად ველოდით ფიბა-ს გადაწყვეტილებას, რომელიც ახლა გაჟღერდა – თორნიკეს ფინანსური ჯარიმა დაეკისრა.

ითამაშებს თუ არა დღეს საბერძნეთთან, უკვე მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრ ჯიკიჩის გადასაწყვეტია.