ევრობასკეტი 2025 | თორინკე შენგელია ესპანეთთან მატჩში ითამაშებს #1TVSPORT
ევრობასკეტი 2025 | თორინკე შენგელია ესპანეთთან მატჩში ითამაშებს #1TVSPORT

„თორნიკე შენგელიასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ექიმებს შორის გაიმართა კონფერენცია, რომლის შედეგადაც გადაწყდა, რომ თოკო ესპანეთის ნაკრებთან ითამაშებს“, – ტაიმაუტთან ჩართვისას განაცხადა საქართველოს კალათბურთის ნაკრების ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ.

შეგახსენებთ, რომ თორნიკეს გულის პრობლემის გამო ორი კვირა დასვენებამ მოუწია, თუმცა კვიპროსში უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ჩვენი ინფორმაციით, შენგელია ესპანეთთან მატჩის სასტარტო ხუთეულში ითამაშებს.