ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა დანიასთან მატჩისთვის 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა დანიასთან მატჩისთვის 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა დანიასთან  გადამწყვეტი მატჩის წინ ღია ვარჯიში გამართა და 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

შეგახსენებთ, დანიასთან 21 თებერვლის მატჩის მნიშვნელობას: მოგებით ევრობასკეტზე (ზედიზედ მეექვსედ) გავდივართ, ხოლო წაგება ფაქტობრივად მის მიღმა დარჩენას ნიშნავს. რჩება მხოლოდ თეორიული შანსი. ამიტომაცაა, დანია თამაშამდე 5 დღით ადრე რომ ჩამოვიდა და უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მზადება დაიწყო.

საქართველო-დანიის შეხვედრა 21 თებერვალს, 20:50 საათზე დაიწყება, მის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.