ევრობასკეტი 2025 | საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პირველი საკონტროლო მატჩი ისრაელთან გამართა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მზადების გზაზე პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა. მისი მეტოქე ისრაელი იყო, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში 76:66 გაიმარჯვა.
მატჩი დახურული იყო. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა განაცხადში 13 კალათბურთელი შეიყვანა. მათგან მოედანზე არ გაუყვანია ილია ლონდარიძე, გიორგი სულაბერიძე და ლუკა მაზიაშვილი. განაცხადში არ იყო ამერიკელი ლეგიონერი კამარ ბოლდუინი.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 13 ქულა გიორგი შერმადინმა ჩააგდო, 12-12 ქულა ჰქონდათ თორნიკე შენგელიასა და ბექა ბურჯანაძეს, 10 ქულა და 8 მოხსნა – გოგა ბითაძეს.
მატჩის ბომბარდირი რომან სორკინი გახდა, რომლის ანგარიშზეც 18 ქულაა.
„ჯვაროსნები“ მეორე საკონტროლო მატჩს 8 აგვისტოს ესტონეთთან გამართავენ.
