ევრობასკეტი 2025 | რა შემთხვევაში ითამაშებს საქართველოს ნაკრები პლეი ოფში #1TVSPORT
ევრობასკეტი 2025-ის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა. საქართველოს ნაკრებმა ჩაატარა ოთხი მატჩი, ორი მოიგო და ამდენივე წააგო.
ბოლო ტურში ჩვენი გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინას შეხვდება. როგორც წინასწარ ვვარაუდობდით, მერვედფინალში თამაში სწორედ ბოლო ტურის მატჩის შედეგზეა დამოკიდებული.
მოცემულობა მარტივია: თუ საქართველო დაამარცხებს ბოსნიას, მოიპოვებს პლეი ოფის საგზურს.
ოღონდ ჯგუფში რომელ ადგილზე გავა, უკვე დღის ბოლო შეხვედრაზე, საბერძნეთი-ესპანეთის მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული.
უარესი ვარიანტი შანსით: საქართველოს ნაკრებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან წაგების შემთხვევაშიც რჩება ჯგუფიდან გასვლის შანსი. ამისთვის აუცილებელია, საბერძნეთმა ესპანეთი დაამარცხოს, რის შემდეგაც საქართველო და ესპანეთი ჯგუფურ ეტაპს ორ-ორი მოგებით დაასრულებენ და ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები უკეთესი შედეგის ხარჯზე მეოთხე ადგილზე ჩვენი გუნდი გავა. ესპანეთი და კვიპროსი კი ევრობასკეტს დაემშვიდობებიან.
შეგახსენებთ, რომ ექვსგუნდიანი ოთხ-ოთხი ჯგუფიდან მერვედფინალში საუკეთესო ოთხეული გადის.
| C ჯგუფი |
მოგება |
წაგება |
სხვაობა |
ქულები |
| საბერძნეთი |
3 |
1 |
342:268 |
7 |
| იტალია |
3 |
1 |
307:279 |
7 |
| ესპანეთი |
2 |
2 |
311:264 |
6 |
| საქართველო |
2 |
2 |
291:302 |
6 |
| ბოსნია-ჰერცეგოვინა |
2 |
2 |
317:325 |
6 |
| კვიპროსი |
0 |
4 |
214:371 |
4 |
|
4 სექტემბერი – ხუთშაბათი |
|
| 16:00 ბოსნია-ჰერცეგოვინა VS საქართველო |
| 19:15 იტალია VS კვიპროსი |
| 22:30 ესპანეთი VS საბერძნეთი |
ჩვენი მეტოქე D ჯგუფიდან იქნება: საფრანგეთი, პოლონეთი, ისრაელი ან სლოვენია. ბელგია და ისლანდია შეჯიბრებას უკვე გამოეთიშნენ.
გთავაზობთ ამ ჯგუფის სატურნირო მდგომარეობას, დარჩენილი მატჩების განრიგს და თავად შეაფასეთ, ვის რომელ ადგილზე გასვლის რა შანსი აქვს.
C ჯგუფის პირველადგილოსანი D-ს მეოთხეს ხვდება, C2 – D3, C3 – D2, C4 – D1.
| D ჯგუფი |
მოგება |
წაგება |
სხვაობა |
ქულები |
| საფრანგეთი |
3 |
1 |
347:317 |
7 |
| ისრაელი |
3 |
1 |
321:295 |
7 |
| პოლონეთი |
3 |
1 |
331:356 |
7 |
| სლოვენია |
2 |
2 |
363:356 |
6 |
| ბელგია |
1 |
3 |
293:334 |
5 |
| ისლანდია |
0 |
4 |
289:325 |
4 |
|
4 სექტემბერი – ხუთშაბათი |
|
| საფრანგეთი VS ისლანდია |
| ისრაელი VS სლოვენია |
| პოლონეთი VS ბელგია |