ევრობასკეტი 2025 | იტალიის ნაკრების მწვრთნელი ჯანმარკო პოცეკო - საქართველოს ესპანეთთან გამარჯვება ჩემთვის სიურპრიზი არ იყო #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის მეორე მატჩს იტალიის ნაკრებთან გამართავს. მატჩი 30 აგვისტოს 16 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ ქართველებმა პირველ ტურში ესპანეთი 83:69 დაამარცხეს, იტალიამ კი საბერძნეთთან 65:66 წააგო.
„სკუადრა აძურას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯანმარკო პოცეკომ მომავალ მეტოქეზე, საქართველოზე საინტერესოდ ისაუბრა.
„როდესაც კალათბურთს ვთამაშობდი, იუგოსლავია და რუსეთი (საბჭოთა კავშირი) ახალი დაშლილი იყო, საიდანაც ძლიერი საკალათბურთო ქვეყნები გამოვიდა. ხორვატია, ლიეტუვა და კიდევ 3-4 ნაკრები მართლაც დიდ ძალას წარმოადგენს და ამიტომაც არ გამკვირვებია საქართველოს ესპანეთთან გამარჯვება.
ესპანეთს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ საქართველომ აჯობა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად რთულ ჯგუფში ვართ“.