ევრობასკეტი 2025 | ბოსნია-ჰერცეგოვინამ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან ბოსნია-ჰერცეგოვინა, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი. ბოსნია-ჰერცეგოვინის მთავარმა მწვრთნელმა ევრობასკეტისთვის გაფართოებული, 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
გამოძახებულთა შორისაა ორი ლიდერი – ჯანან მუსა (მადრიდის „რეალი“) და იუსუფ ნურკიჩი („იუტა“, NBA).
საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს, 4 სექტემბერს დაუპირისპირდება.
ბოსნია-ჰერცეგოვინა:
ამარ ალიბეგოვიჩი, ედინ ატიჩი, იუსუფ ნურკიჩი, მირალემ ჰალილოვიჩი, ამარ გეგიჩი, ჯანან მუსა, აიდინ პენავა, ალეკსანდარ ლაზიჩი, სანი კამპარა, ადინ ვრაბაცი, ადნან არსლანაგიჩი, კენან კამენიასი, ისმეტ სეიფიჩი, ლუკა გარზა, ქსავიერ კასტანედა, ფაჰრუდინ მანიგაფიჩი, მარკუს ლონჩარი, ასიმ გუტიჩი, ტარიკ ჰრელია, ჰარის დელალიჩი, კოსტა კონდიჩი, ნიეგოს სიკირასი, იასმინ იაკუპოვიჩი, ამსალ დელალიჩი.