ევრობასკეტი 2025 | ალეკსანდარ ჯიკიჩმა სერბეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ევრობასკეტი 2025 | ალეკსანდარ ჯიკიჩმა სერბეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

უკვე მეექვსე ევრობასკეტის საგზურის მფლობელი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 24 თებერვალს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

დანიასთან 62:60 გამარჯვებით „ჯვაროსნებმა“ ევრობასკეტის საგზური გაინაღდეს. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა ორი ლიდერის დასვენება გადაწყვიტა – ბელგრადში თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი არ ითამაშებენ. ისინი 12-კაციან განაცხადში არ არიან. ეს შანსს მისცემს ახალგაზრდა კალათბურთელებს, თავი გამოიჩინონ და სამომავლოდ ადგილი დაიმკვიდრონ ეროვნულ ნაკრებში.

24 თებერვალი

23:00 სერბეთი-საქართველო

23:00 დანია-ფინეთი