ევრობასკეტი 2022 | ბექა ბურჯანაძე - თბილისის სპორტის სასახლეში თამაში ყოველთვის ჩვენს გამარჯვებასთანაა ასოცირებული [ვიდეო]

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მეორე დღეა ოფიციალურად შეიკრიბა და 19 თებერვალს სერბეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადება.

ნოემბრის შეხვედრებში ნაკრებს ვერ დაეხმარა ბექა ბურჯანაძე, რომელიც ამჟამად ნაკრებთანაა და იმედიანად საუბრობს:

„მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა გარანტირებული გვაქვს, საქართველოს ნაკრები სერბეთის ძლიერ გუნდთან მაინც ბოლომდე აპირებს ბრძოლას. მითუმეტეს, რომ შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ეს დარბაზი კი ჩვენს გამარჯვებასთანაა ასოცირებული.“

მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის თანაშემწე ანატოლი ბოისა:

„საწყისი ორი დღე ძირითადად ტაქტიურ მომზადებას ეთმობა. ფიქრობთ, სერბეთთან და ფინეთთან მატჩებს კარგად მომზადებულები შევხვდებით. ჩვენი მეტოქეები ძლიერი შემადგენლობებით არიან ჩამოსულნი, რაც კიდევ უფრო მეტ ინტერესს სძენს ამ თამაშებს. ჩვენი გუნდი კონცენტრირებული და მობილიზებულია.“

შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს ჩვენი გუნდი სერბეთს უმასპინძლებს, 21-ში – ფინეთს. ორივე მატჩი 19 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი შემოგთავაზებთ.