ევრობანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5 პროცენტამდე გაზარდა
ევრობანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5 პროცენტამდე გაზარდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ 2017 და 2018 წლებში ქვეყნის ეკონომიკა 4,5 პროცენტით გაიზრდება.

მიმდინარე წლის პროგნოზი 0,6 პროცენტით არის გაუმჯობესებული, 2018 წლის კი 0,3 პროცენტით.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ცხრა თვეში საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა, ამავე პერიოდში ექსპორტის 28.3%-იანი, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 28.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

იმ ქვეყნებში, სადაც EBRD მუშაობს, ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი წელს 3,3 პროცენტი, მომავალ წელს კი 3 პროცენტი იქნება. მაისში გამოქვეყნებულ მაჩვენებელთან შედარებით, ეს პროგნოზიც გაუმჯობესებულია.

 

ავტორი: სანდრო ჯუფალაკიანი