„ევროაქტივი“ - ევროპარლამენტი მოითხოვს, სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანებზე მოლაპარაკებები შეჩერდეს, რადგან ბელგრადი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება
„ევროაქტივი“ - ევროპარლამენტი მოითხოვს, სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანებზე მოლაპარაკებები შეჩერდეს, რადგან ბელგრადი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება

ევროპარლამენტი მოითხოვს, სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეჩერდეს, რადგან ბელგრადი არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

ევროაქტივის“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამი იქნება ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას ეხება.

ამასთან, როგორც „ევროაქტივი“ წერს, ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელიც თავდაპირველად ივნისში გასაჯაროვდა, ხაზგასმულია, რომ „იმ ქვეყნების პოლიტიკა, რომლებთანაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან უნდა იყოს თანხვედრაში“.

სოციალ-დემოკრატების საპარლამენტო ჯგუფმა თავის განცხადებაში დაადასტურა, რომ „არ შეიძლება, ევროკავშირმა გააგრძელოს მოლაპარაკება სერბეთთან, თუ ბელგრადი მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.“

ანგარიშზე მომუშავე ხორვატი ევროდეპუტატის, ტონინო პიკულას თქმით, გასულ კვირაში ნიუ იორკში სერბეთის მთავრობის მიერ რუსეთთან გაფორმებული შეთანხმება, რომელიც ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კოორდინაციას ითვალისწინებს, სამწუხარო ნაბიჯია.

სერბეთმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2014 წლის იანვარში დაიწყო.